Thumbnail

ალაბამელმა რეპერმა პოლიციის დანახვისას 6 კგ მეტამფეტამინი აივნიდან გადაყარა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტელმა სამართალდამცველებმა ალაბამელი ჰიპ ჰოპ არტისტი კელვინ ჯეიმს დარქი, ფსევდონიმით K Digga დააკავეს. 37 წლის რეპერს ბრალი ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობასა და ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო ფლობაში ედება. 

შტატ ჯორჯიის საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველები არტისტის სახლთან მივიდნენ და მანამ მის ბინაში ავიდნენ, რეპერმა ფანჯრიდან 250,000 აშშ დოლარის ღირებულების 6 კილოგრამი მეტამფეტამინი გადაყარა. ამ ნარკოტიკის პოვნამდე პოლიციამ აპარტამენტის ჩხრეკისას 5,8 კგ მარიხუანა, უკანონო იარაღები და დიდი რაოდენობით თანხა ამოიღო.

კეი დიგა აშშ-ის სამხრეთ ნაწილში საკმაოდ ცნობილი რეპერია. არტისტის თქმით, მის შემოქმედებაზე გავლენა ჯეი ზიმ, თუფაქმა და სქარფეისმა მოახდინეს. კარიერის განმავლობაში კელვინმა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც Yo Gotti და Gucci Mane არიან. დღეს დიგა ატლანტელი პროდიუსერის, ზეითოვენის ლეიბლის Zaytoven Beatz წევრია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული