Thumbnail

ნახეთ: Grimes-მა სტელა მაკკარტნისა და Adidas-ის ერთობლივი კოლექცია წარადგინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მუსიკოს პოლ მაკკარტნის შვილმა, ბრიტანელმა დიზაინერმა, სტელა მაკკარტნიმ კომპანია Adidas-თან თანამშრომლობით ეკოლოგიურად უსაფრთხო ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა. სამოსის სარეკლამო ფოტოსესიაში კანადელი შემსრულებელი Grimes მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ სტელაც და გრაიმსიც გარემოს დამცველი აქტივისტები არიან.

► ნახეთ: სტელა მაკკარტნიმ The Beatles-ის შთაგონებით ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა

კლერ ელის ბუშემ, სასცენო სახელით Grimes, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება არენბის, დრიმპოპსა და ელექტრონიკას აერთიანებს. არტისტმა დღემდე 4 სტუდიური ალბომი გამოუშვა და ამდენჯერვე დაეუფლა Juno Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული