Thumbnail

ნახეთ: Lil Xan-მა XXXTentacion-თან ძველი მიმოწერა გაასაჯაროვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კალიფორნიელმა რეპერმა, Lil Xan-მა ინსტაგრამის გვერდზე გარდაცვლილ მუსიკოსთან, XXXTentacion-თან ძველი მიმოწერა გაასაჯაროვა და არტისტს საუკეთესო მრჩეველი უწოდა.

 XXXTentacion-ის წარმომადგენლებმა მუსიკოსის ახალი ალბომი დააანონსეს

XXXTentacion: მაშინაც კი, როცა თავს ცუდად გრძნობ, წუწუნს სჯობია, საერთოდ არაფერი თქვა. ცხოვრების მსხვერპლი არ უნდა იყო, თავად უნდა მართო ის.
Lil Xan: უხმოდ უნდა გადალახო სირთულე.
XXXTentacion: ზუსტად. ყველაფრიდან ის უნდა მიიღო, რაც გსურს. არავის მისცე უფლება, რომ საკუთარი თავის სიყვარული ჩაგიკლას. ამავდროულად შენი თავის უნდა გეშინოდეს. რადგან სწორედ თავად ხარ შენი თავის საუკეთესო მეგობარიც და ყველაზე დიდი მტერიც.

20 წლის ჯასეი ონფროი, იგივე XXXTentacion, 2018 წლის 18 ივნისს ფლორიდაში გაძარცვის მცდელობისას მოკლეს. ამის შემდეგ, ლილ ქსანმა იქსის პატივსაცემად მისივე კომპოზიციები Sad და Take A Step Back შეასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული