Thumbnail

ნახეთ: ავრილ ლავინმა სიმღერაზე I Fell in Love with the Devil კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა მუსიკოსმა ავრილ ლავინმა კომპოზიციაზე I Fell in Love with the Devil გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა მის ბოლო ალბომში Head Above Water არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში თებერვალში ჩაეშვა. ვიდეორგოლის ავტორი ბრიტანელი რეჟისორი, ელიოტ ლესტერი გახლავთ.

ავრილ ლავინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Complicated, Girlfriend და Sk8er Boi მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული