Thumbnail

Lil Baby: კარიერის დასაწყისში Gunna კომპოზიციებს 100 დოლარად მიწერდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დომინიქ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Lil Baby, ონლაინ ჟურნალ 16BARS-თან ინტერვიუში კარიერის საწყისი ეტაპი გაიხსენა. მისი თქმით, იმ პერიოდში მას ატლანტელი რეპერი Gunna ეხმარებოდა და კომპოზიციას 100 აშშ დოლარად უწერდა.

► მოუსმინეთ: Lil Baby - Out The Mud Ft. Future

► ნახეთ: Gunna ვიდეორგოლს Baby Birkin ავრცელებს

"კარიერის საწყის წლებში ტრეკებს განა მიწერდა. ის კომპოზიციები არასდროს გამომიცია, თუმცა, როდესაც გარეპვას ვსწავლობდი და ვვარჯიშობდი, დახმარების სანაცვლოდ მას 100 დოლარს ვაძლევდი", - თქვა ჯოუნსმა.

დომინიქ ჯოუნსმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, Gunna-სთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული