Thumbnail

შვედურმა მეტალ ჯგუფმა Opeth ახალი სიმღერა Hjärtat Vet Vad Handen Gör / Heart In Hand და მასზე შექმნილი ანიმაციური ვიდეო გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში In Cauda Venenum იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 27 სექტემბერს ჩაეშვება. 

პროგრესივ მეტალის ჟანრში მოღვაწე ჯგუფი Opeth 1989 წელს, სტოკჰოლმში ჩამოყალიბდა. კოლექტივმა სახელი კონცეპტუალური ალბომებით, ვირტუოზული შესრულების მანერითა და უნიკალური ჟღერადობით გაითქვა. 2011 წლიდან ბენდმა მისთვის ჩვეულ სტილს გადაუხვია და გაცილებით მსუბუქი მუსიკის შექმნა დაიწყო. მათი უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი Sorceress 2016 წელს გამოვიდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული