Thumbnail

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დეროლდ ბრაუნ ფერგიუსონი, ფსევდონიმით ASAP Ferg, ამჟამად მომავალ ალბომზე Floor Seats მუშაობს. კომპოზიციის Wigs ალტერნატიული ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ, რეპერმა კიდევ ერთი ახალი ჩანაწერი Wam გაავრცელა. ჰარლემელი მუსიკოსის ნამუშევარში მისი ახალგაზრდა კოლეგა MadeinTYO მონაწილეობს.

► მოუსმინეთ: ASAP Ferg - Wigs Ft. Asian Doll 

► მოუსმინეთ: ASAP Ferg - Wigs Ft. City Girls & ANTHA 

► მოუსმინეთ: Mustard – On GOD Ft. ASAP Ferg, ASAP Rocky, YG & Tyga 

ეისეფ ფერგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო სტუდიური ალბომით Trap Lord გახდა. ნამუშევარმა კრიტიკოსებისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. 2017 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Still Striving ჩაუშვა. ჩანაწერის სინგლმა Plain Jane პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო კარიერის გარდა, მუსიკოსი გაერთიანების ASAP Mob ერთ-ერთი ლიდერია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული