Thumbnail

მაილი საირუსი: შვილს არ გავაჩენ, რადგან დედამიწა გაბრაზებულია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

26 წლის პოპვარსკვლავი, მაილი საირუსი გამოცემა Elle-ის აგვისტოს ნომრის სტუმარია. ინტერვიუს მიმდინარეობისას, ჟურნალისტი დაინტერესდა, როდის აპირებს მომღერალი შვილის გაჩენას, რაზეც არტისტმა უპასუხა:

► ნახეთ: მაილი საირუსი ჟურნალ Elle-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: მაილი საირუსის ახალ კლიპში Mother's Daughter დედამისი მონაწილეობს

“ბუნება ქალივითაა, როცა გაბრაზებულია, არ უნდა გაეკარო. დედამიწა გაბრაზებულია. მას ისე ვეპყრობით, როგორც ქალებს. მხოლოდ მოვითხოვთ და ველით, რომ ყოველთვის მოგვცემს იმას, რაც გვინდა. არადა, გამოფიტულია. აღარაა ნაყოფიერი. არ მინდა, ასეთი პლანეტა ჩემს შვილს გადავცე. მანამ არ დავრწმუნდები, რომ ის იმ სამყაროში იცხოვრებს, სადაც წყალში თევზები დაცურავენ, შვილს არ გავაჩენ“, - აღნიშნა მაილიმ.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული