Thumbnail

ჰარლემელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დეროლდ ბრაუნ ფერგიუსონმა, ფსევდონიმით ASAP Ferg, თავისი ბოლო სინგლის Wigs რემიქსი გამოაქვეყნა. ორიგინალური ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც City Girls და ახალგაზრდა მუსიკოსი ANTHA მონაწილეობენ, ჩანაწერის შექმნაში საკუთარი წვლილი რეპერმა Asian Doll შეიტანა. 

► მოუსმინეთ: ASAP Ferg - Wigs Ft. City Girls & ANTHA 

► ნახეთ: ASAP Ferg და ASAP Rocky ვიდეორგოლს Pups ავრცელებენ 

► ნახეთ: Joey Badass და ASAP Ferg ფრისტაილს ავრცელებენ 

ეისეფ ფერგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო სტუდიური ალბომით Trap Lord გახდა. ნამუშევარმა კრიტიკოსებისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. 2017 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Still Striving ჩაუშვა. ჩანაწერის სინგლმა Plain Jane პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო კარიერის გარდა, მუსიკოსი გაერთიანების ASAP Mob ერთ-ერთი ლიდერია. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული