Thumbnail

ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი ნეივადიუს უილბერნი, ფსევდონიმით Future, მორიგ ახალ კომპოზიციას 100 Shooters ავრცელებს. პოპულარული შემსრულებლის ჩანაწერში რეპერები Meek Mill და Doe Boy მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი 2018 წლის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი, არაერთი ჰიტის ავტორი Tay Keith გახლავთ.

► ნახეთ: Future კლიპს St. Lucia აქვეყნებს 

► ნახეთ: Future სამ ახალ ვიდეორგოლს ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Lil Baby - Out The Mud Ft. Future 

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს მან ორი სტუდიური ჩანაწერი Future და Hndrxx გაავრცელა. პირველი მათგანი პლატინის, მეორე კი ოქროს სტატუსის მფლობელია. 2019 წელს არტისტმა მსმენელს დღეისთვის ბოლო ალბომი The WIZRD შესთავაზა.   

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული