Thumbnail

პოპულარულმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ედ შირანმა კომპოზიციაზე Antisocial გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში პოპულარული ჰოპ ჰოპ არტისტი, ტრევის სკოტი მონაწილეობს. სინგლი შირანის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში No.6 Collaborations Project შედის, რომელიც გაყიდვაში დღეს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: Eminem და 50 Cent ედ შირანის ახალ ტრეკში Remember The Name

► მოუსმინეთ: Ed Sheeran-ის ალბომი No.6 Collaborations Project გავრცელდა

ედ შირანმა მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. მისმა კომპოზიციამ Shape of You იუთუბზე 4 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული