Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ბათუმში

18-20 ივლისი (ხუთშაბათი-შაბათი)

18-20 ივლისს ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ტრადიციულად ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. მსმენელთა წინაშე ბრიტანული კოლექტივი Incognito, ამერიკელი მუსიკოსი Cory Henry და მისი ბენდი The Funk Apostles, ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი Kraak & Smaak, ასევე ქართული ბენდი MokuMoku და ფესტივალის რეზიდენტი დიჯეი Machaidze წარდგებიან.

4. Treebal & Ahoora Festival: Promo Party 

19 ივლისი (პარასკევი) 

პარასკევს ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე ახალი მუსიკალური პროექტის, Ahoora Festival-ის პრომო ივენთი გაიმართება. ღონისძიება Treebal-ის ორგანიზებით ჩატარდება და ცნობილ ფსაი-ტრანს არტისტ Earthling-ს უმასპინძლებს. ბრიტანელ მუსიკოსთან ერთად მსმენელთა წინაშე ფესტივალის რეზიდენტი Tranquilogen, ქართველი არტისტები Acidwave, Obri & Zen და სხვები წარდგებიან. 

3. BASSIANI / HOROOM: Objekt | HVL | JD J | Givi Gelashvili | Nebbieri

19 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" ბერლინში მოღვაწე დიჯეისა და პროდიუსერს, Objekt-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ქართველი არტისტები HVL და JD J დაიკავებენ. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე Givi Gelashvili და Nebbieri წარდგებიან.

2. KHIDI: Under Black Helmet | Luigi Tozzi | Greenbeam & Leon | Yanamaste | Terrence Parker & Merachka | Digital Groove Affair 

19 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს "ხიდი" სეზონის დახურვის ღონისძიებაზე ახალგაზრდა ლიეტუველ არტისტ Under Black Helmet-სა და იტალიელ დიჯეის, Luigi Tozzi-ს უმასპინძლებს. მათთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ქართველი მუსიკოსები Greenbeam & Leon და Yanamaste დაიკავებენ, G2-ში კი მსმენელთა წინაშე Terrence Parker & Merachka და Digital Groove Affair წარდგებიან.

1. Polo & Pan-ის კონცერტი თბილისში

20 ივლისი (შაბათი)

20 ივლისს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე ფრანგული დუეტის, Polo & Pan-ის მოსმენა შეგეძლებათ. 2012 წელს შექმნილი პროექტის წევრები პოლ არმან-დელილი და ალექსანდრ გრინზსპანი არიან. მათთან ერთად მსმენელთა წინაშე Phil Dark წარდგება. ღონისძიება "ორიგამის" ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული