Thumbnail

მოუსმინეთ: Ed Sheeran-ის ალბომი No.6 Collaborations Project გავრცელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ინგლისელი არტისტი, ედ შირანი რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი No.6 Collaborations Project გაყიდვაში ჩაეშვა. ნამუშევარი ამერიკულმა ლეიბლებმა Asylum Records და Atlantic Records გაავრცელეს. 15 ტრეკისგან შემდგარ ჩანაწერში ედ შირანისა და მოწვეული არტისტების ერთობლივი სიმღერები შედის.

► მოუსმინეთ: Ed Sheeran - Blow | Best Part Of Me

► ნახეთ: Ed Sheeran - Beautiful People Ft. Khalid

► მოუსმინეთ: Ed Sheeran - Cross Me Ft. Chance The Rapper & PnB Rock

მუსიკალურ ჩანაწერში ისეთი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: 50 Cent, Eminem, Cardi B, Young Thug, Bruno Mars, Travis Scott, ჯასტინ ბიბერი, კამილა კაბეიო და სხვები.

ედ შირანმა მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. მისმა კომპოზიციამ Shape of You იუთუბზე 4 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული