Thumbnail

მოუსმინეთ: Big K.R.I.T. ახალ ალბომს K.R.I.T. IZ HERE ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ერთწლიანი შემომქმედებითი პაუზის შემდეგ, მსმენელს თანამედროვე სამხრეთული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ჯასტინ სკოტი, ფსევდონიმით Big K.R.I.T. დაუბრუნდა. მისისიპელმა რეპერმა გაყიდვაში ახალი ალბომი K.R.I.T. IZ HERE ჩაუშვა. მუსიკოსის რიგით მეოთხე სტუდიური ნამუშევარი 19 კომპოზიციას აერთიანებს. ტრეკები Energy, Addiction და K.R.I.T. HERE ქრითმა სინგლების სახით გაავრცელა. ალბომზე მუშაობისას ჯასტინმა ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: J. Cole, Lil Wayne, Rico Love, Saweetie და სხვა.

► ნახეთ: BIG K.R.I.T. - K.R.I.T. HERE 

► ნახეთ: Big K.R.I.T. ვიდეორგოლს Energy ავრცელებს 

ჯასტინის მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო, როდესაც პირველი ნამუშევარი See Me On Top გაავრცელა. თუმცა, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2010 წელს გამოშვებული ოფიციალური მიქსტეიპით K.R.I.T. Wuz Here გახდა. 2017 წელს არტისტმა გაყიდვაში ორმაგი სტუდიური ალბომი 4eva Is A Mighty Long Time ჩაუშვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული