Thumbnail

Jaden Smith: პროფესიას ვიცვლი და გამომგონებელი ვხდები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, 21 წლის ჯეიდენ სმიტმა გამოცემა Complex-თან საუბარში განაცხადა, რომ სურს, გამომგონებელი გახდეს. 

► მოუსმინეთ: Jaden Smith ახალ ალბომს ERYS ავრცელებს

► მოუსმინეთ: Jaden Smith - NOIZE Feat. Tyler, The Creator

► ნახეთ: Jaden Smith-მა უსახლკაროებს ვეგანური საკვები დაურიგა

"მინდა, მსოფლიომ გაიგოს, რომ პროფესიას ვიცვლი და გამომგონებელი ვხდები. ვაპირებ, მთელი ჩემი დრო ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე დავხარჯო, რადგან ვთვლი, რომ ამ სფეროში უკეთესი ვარ, ვიდრე მუსიკაში. არ გავჩერდები, მანამ ილონ მასკს არ დავემსგავსები", - თქვა არტისტმა.

აღსანიშნავია, რომ ჯეიდენი, რომელმაც ახლახან ალბომი ERYS გამოუშვა, მუსიკალურ მოღვაწეობასაც აპირებს.

"სიმღერების გამოგონებასაც ვგეგმავმუსიკის შექმნის ახალ მეთოდებს შევქმნი", - განაცხადა სმიტმა. 

ვარსკვლავური წყვილის, უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის დინასტიის გამგრძელებელმა, მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ხმამაღალი განაცხადი 2017 წელს, სადებიუტო ალბომით SYRE გააკეთა. ახალბედა არტისტს პოპულარობა ნამუშევრის მთავარმა სინგლმა Icon მოუტანა. 2019 წლის ივლისში ჯეიდენმა გაყიდვაში მეორე სტუდიური ჩანაწერი ERYS ჩაუშვა. ჰიპ ჰოპის გარდა, ჯეიდენი მამის კვალს კინემატოგრაფშიც მიჰყვება და თავს რამდენიმე წარმატებულ სურათში მონაწილეობით იწონებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული