Thumbnail

მოუსმინეთ: Bad Guy ბილი აილიშისა და ჯასტინ ბიბერის შესრულებით

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბილი აილიშმა საკუთარი ჰიტის Bad Guy რემიქსი გაავრცელა. კომპოზიციის განახლებულ ვერსიაში კანადელი მუსიკოსი, ჯასტინ ბიბერი მონაწილეობს.

► ტომ იორკი: ბილი აილიში ძალიან მომწონს

► ელტონ ჯონი: ერთი სული მაქვს, ბილი აილიშის კონცერტს როდის დავესწრები

აღსანიშნავია, რომ ბილი წლების განმავლობაში ჯასტინ ბიბერის დიდი თაყვანისმცემელი იყო.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული