Thumbnail

ბოლო დროს საგრძნობლად გააქტიურებული ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, ლონი რაშიდ ლინი, ფსევდონიმით Common, მსმენელს ახალ კომპოზიციას Hercules და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკში ცნობილი მუსიკოსი Swizz Beatz მონაწილეობს. ნამუშევრის პროდიუსერები Samora Pinderhughes, Karriem Riggins და Burniss Earl Travis II არიან. ჩანაწერი ქომონის მომავალი ალბომის Let Love სინგლია. ჩიკაგოელი რეპერის სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 30 აგვისტოს ჩაეშვება.

► ნახეთ: Common-მა ფრისტაილი წაიკითხა 

► ნახეთ: Common - HER Love Ft. Daniel Caesar & Dwele 

► ნახეთ: Common, Robert Glasper & Karriem Riggins - Livin' on a Prayer 

ქომონმა მუსიკალური მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. არტისტი, რომელიც საკუთარ თავს უიმედო რომანტიკოსს უწოდებს, ფართო საზოგადოებამ სადებიუტო ალბომით Can I Borrow A Dollar? გაიცნო. დღეისთვის ჩიკაგოელი მუსიკოსის დისკოგრაფია 11 სტუდიურ ჩანაწერსა და 2 კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს. კომერციულად ყველაზე წარმატებული პერიოდი შემსრულებელს 2000-იან წლებში ჰქონდა, როდესაც მისი ალბომები ქანიე ვესთის მიერ დაფუძნებულ ლეიბლზე G.O.O.D. Music გამოიცა. 2003 წელს ქომონმა ერიკა ბადუსთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციისთვის Love Of My Life გრემის ჯილდო დაიმსახურა. 2015-ში კი მისი და ჯონ ლეჯენდის ტრეკი Glory ოსკარისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებებზე წლის საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული