Thumbnail

მოუსმინეთ: Eminem და 50 Cent ედ შირანის ახალ ტრეკში Remember The Name

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ინგლისელი მომღერლის, ედ შირანის ახალი ალბომი No.6 Collaborations Project გაყიდვაში ჩაეშვა. მსმენელთა განსაკუთრებული ყურადღება კომპოზიციამ Remember The Name დაიმსახურა, რადგან მასში ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტები, დეტროიტელი მარშალ მეზერსი, ფსევდონიმით Eminem და ნიუ იორკელი კურტის ჯექსონი, სასცენო სახელით 50 Cent მონაწილეობენ.

► 50 Cent: შესაძლოა, მე და ემინემმა ახალ ჩანაწერზე კვლავ ვითანამშრომლოთ

► შესაძლოა, Eminem-მა, Dr. Dre-მ და 50 Cent-მა ახალი კომპოზიცია გამოუშვან

► ნახეთ: Eminem და 50 Cent მაყურებლის წინაშე კვლავ ერთად წარდგნენ 

50 Cent-სა და ემინემს წარსულში არაერთხელ უთანამშრომლიათ. კურტისის წარმატებულ კარიერაში დიდი წვლილი სწორედ დეტროიტელს და კიდევ ერთ ლეგენდარულ არტისტს, დოქტორ დრეს მიუძღვით. მან მარშალის ყურადღება 2002 წელს გავრცელებული კომპილაციური ნამუშევრით Guess Who's Back? მიიქცია. შემდეგ კი საქმეში "ექიმიც" ჩაერთო, რომელიც ბრილიანტის სტატუსის მფლობელი სადებიუტო ალბომის Get Rich Or Die Tryin' პროდიუსერად მოგვევლინა. 50 Cent-ისა და ემინემის ერთობლივი პოპულარული კომპოზიციებია You Don`t Know და My Life. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული