Thumbnail

ნოელ გალაჰერი: ლიამს Oasis-ის სიმღერების გამოყენების უფლებას არ მივცემ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ნოელ გალაჰერმა, გამოცემა Variety-სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ უთხრა უარი თავის ძმას, ლიამს მის შესახებ გადაღებულ ფილმში As It Was ჯგუფ Oasis-ის სიმღერების გამოყენებაზე.

 მოუსმინეთ: ნოელ გალაჰერის ჯგუფმა სტუდიური ჩანაწერი Black Star Dancing გაავრცელა

► მოუსმინეთ: Liam Gallagher-მა ახალი სიმღერა The River გაავრცელა

► ნახეთ: ლიამ გალაჰერმა კომპოზიციაზე Shockwave ვიდეოკლიპი გადაიღო

"დიახ, მე ლიამი უარით გავისტუმრე. უცნაურია, როცა ვიღაც სულელი, რომელიც მლანძღავს, შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ცოლს, ამცირებს ჩემს შვილებს ინტერნეტში, მუდმივად ყბედობს, ჩემთან მოდის და ნებართვას მთხოვს. არ მაინტერესებს, შენ რა მუსიკას გამოიყენებ ფილმში. მთავარია, ჩემი ნამუშევრები არ იყოს მასში. ფილმის ნახვას არ ვაპირებ. დროს უკეთესი რაღაცების კეთებაში ვხარჯავ", - თქვა ნოელმა.

ლიამ გალაჰერზე გადაღებული ფილმის As It Was პრემიერა ივნისში შედგა. კინოსურათი "ოაზისის" დაშლის შემდგომ არტისტის კარიერის განვითარების შესახებ მოგვითხრობს. ნამუშევრის რეჟისორი ჩარლი ლაითნინგია, რომელმაც მუსიკოსის კომპოზიციის Chinatown კლიპზეც იმუშავა.

ლიამ გალაჰერმა ძმასთან, ნოელთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. 2 წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა. ამის შემდეგ ლიამმა "ოაზისის" სხვა წევრებთან ერთად ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა.

ნოელ გალაჰერმა კი "ოაზისის" დაშლიდან ერთ წელიწადში საკუთარი ბენდი Noel Gallagher's High Flying Birds ჩამოაყალიბა. კოლექტივმა რიგით მესამე ალბომი Who Built the Moon? 2017 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული