Thumbnail

ნახეთ: Beast Coast ვიდეორგოლს Distance ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელი ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ არტისტებით დაკომპლექტებული სუპერჯგუფი Beast Coast მსმენელს კომპოზიციაზე Distance გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკში რეპერები Erick The Architect, Issa Gold და Joey Badass მონაწილეობენ. ჩანაწერის კოლექტივის სადებიუტო ალბომის Escape From New York ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Beast Coast სადებიუტო ალბომს Escape From New York ავრცელებს 

► ნახეთ: ჰიპ ჰოპ გაერთიანება Beast Coast-ის ახალი ფრისტაილი 

► ნახეთ: ჰიპ ჰოპ გაერთიანება Beast Coast კლიპს Left Hand ავრცელებს

გაერთიანებაში Beast Coast კოლექტივი Pro Era (Joey Badass, Kirk Knight, Nyck Caution და CJ Fly), ჯგუფი Flatbush Zombies (Meechy Darko, Zombie Juice და Erick Arc Elliott) და დუეტი The Underachievers (Akthesavior და Issa Gold) წევრიანდებიან. 2019 წელს გაყიდვაში არტისტების კოლაბორაციული ალბომი Escape From New York ჩაეშვა, რომელმაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული