Thumbnail

სნუპ დოგი 6ix9ine-ზე: აცადეთ ამ ვირთხას ლპობა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პატიმრობაში მყოფმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დანიელ ერნანდესმა, ფსევდონიმით Tekashi 6ix9ine, ცოტა ხნის წინ სწორედ ის ადვოკატი დაიქირავა, რომელიც მუსიკოს 21 Savage-ს გათავისუფლებაში დაეხმარა. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლეგენდარული რეპერი Snoop Dogg გამოეხმაურა.

► Uncle Murda: Tekashi ვირთხა და ჩამშვებია, იმედია, ციხეში გააუპატიურებენ

► Boosie Badazz: გათავისუფლების შემდეგ Tekashi შესაძლოა, მოკლან

"აცადეთ ვირთხას ლპობა", - წერს სნუპ დოგი.

როგორც ცნობილია, სიქსნაინმა იანვარში სასჯელის ვადის შემცირების იმედით სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Blood არაერთ დანაშაულში ამხილა. იმ შემთხვევაში, თუ ჰიპ ჰოპ არტისტი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა, გისოსებს მიღმა მინიმუმ 47 წელს გაატარებდა. სიქსნაინის საბოლოო განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება.

გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო ტეკაშიმ არაერთი ჰიპ ჰოპ არტისტის მხრიდან კრიტიკა და შეურაცხყოფა დაიმსახურა.

სნუპმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული