Thumbnail

"მეტალიკა" საბავშვო წიგნს The ABCs of Metallica გამოსცემს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკული ჰევი მეტალ ჯგუფი Metallica 26 ნოემბერს საბავშვო წიგნს The ABCs of Metallica გამოსცემს. კოლექტივის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნამუშევარში ბენდის ისტორია ილუსტრაციებითა და გარითმული ფრაზებით იქნება გადმოცემული. ამის გარდა, ანბანის მიხედვით, A-დან Z-მდე, ჯგუფთან დაკავშირებული ფაქტები იქნება მოთხრობილი.

► ნახეთ: Metallica-მ ბერლინში Rammstein-ის კომპოზიცია Engel შეასრულა

► ნახეთ: Metallica-მ წვიმაში შესრულებული Master Of Puppets-ის ჩანაწერი გაავრცელა

► ნახეთ: Metallica-მ კომპოზიცია Seek and Destroy 13 წლის დრამერთან ერთად შეასრულა

ნამუშევრის თანაავტორი მწერალი ჰოუი აბრამსია, ილუსტრაციებზე კი მაიკლ მაკლირმა იმუშავა. წიგნის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი საქველმოქმედო ფონდში All In My Hands გადაირიცხება.

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული