Thumbnail

ნახეთ: Nikakoi-მ და Zagareli & Strings-მა გია ყანჩელის "ტაია" შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართველმა მუსიკოსებმა ნიკა მაჩაიძემ, იგივე Nikakoi-მ და გიორგი ცაგარელის კამერულმა სიმებიანმა ორკესტრმა Zagareli & Strings საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" გია ყანჩელის კომპოზიცია "ტაია" შეასრულეს.

► ნახეთ: ქართულმა პროექტმა Salio გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლები" შეასრულა

ნიკა მაჩაიძე, იგივე Nikakoi, კომპოზიტორი და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი გახლავთ. მას ამ დრომდე 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. არტისტი საკუთარ ცოლთან, მუსიკოს ტუსია ბერიძესთან თანამშრომლობს.

გიორგი ცაგარელი კი 10 წლის განმავლობაში საქართველოს სიმფონიური ორკესტრის წევრი იყო.  2017 წელს მან საკუთარი პროექტი Zagareli & Strings ჩამოაყალიბა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული