Thumbnail

მოუსმინეთ: Greenbeam & Leon-მა ახალი სტუდიური ჩანაწერი Mood Disorder გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართული ტექნო სცენის ვეტერანმა დუეტმა Greenbeam & Leon ახალი EP სახელად Mood Disorder გაავრცელა. ნამუშევარი, რომელიც მუსიკოსებმა იტალიურ ლეიბლზე Virna Digital გამოსცეს, ოთხ კომპოზიციას აერთიანებს.

მუსიკოსებმა აჩი თაბუკაშვილმა და ლეონ ლოლიშვილმა ელექტრონული დუეტი Greenbeam & Leon 2002 წელს შექმნეს. არტისტებმა პროექტის ფარგლებში პირველი რელიზი 2007 წელს გაავრცელეს. ამის შემდეგ ისინი პერიოდულად ისეთ ცნობილ ლეიბლებთან თანამშრომლობდნენ, როგორებიც არის: Mo's Ferry, Studio R, Front Rec და სხვა. 2016 წელს დუეტმა ესპანურ ლეიბლზე ATT Series მორიგი სტუდიური ჩანაწერი Schematic Diagram (EP) გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული