Thumbnail

8 ივლისს გამოქვეყნებული კომპოზიციის "ზის წერილებთან" შემდეგ, პოპულარულმა ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გიორგი შენგელიამ, სასცენო სახელით FuLA, ახალი ტრეკი "გამორთე" გაავრცელა. ჩანაწერის პროდიუსერი საბა ოღრაპიშვილი გახლავთ, რომელიც ბოლო დროს გიორგისთან საკმაოდ ხშირად თანამშრომლობს.

► მოუსმინეთ: FuLA - ზის წერილებთან 

► მოუსმინეთ: FuLA - დამენანა 

► ნახეთ: FuLA - Gunზომილება

ფულამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებიდან "ქსელი 56" გახდა. ბოლო დროს არტისტი მსმენელს ახალ ნამუშევრებს საკმაოდ ინტენსიურად სთავაზობს. მისი პოპულარული ტრეკებია "გეტოს შვილი", "ნუ ეფარები მზეს", "წავედი მე" და სხვა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული