Thumbnail

ნახეთ: Bon Iver-მა ორი ახალი კომპოზიცია Faith და Jelmore გაავრცელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულმა ინდი ფოლკ ჯგუფმა Bon Iver ტექსტურ ვიდეოებთან ერთად ორი კომპოზიცია Faith და Jelmore გაავრცელა. კოლექტივმა ასევე ახალი ალბომი "i, i" დააანონსა. მუსიკალური ჩანაწერი დღის სინათლეს 30 აგვისტოს იხილავს და მასში 13 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.

► ნახეთ: Bon Iver-მა ორი ახალი კომპოზიცია Hey, Ma და U (Man Like) გაავრცელა

► მოუსმინეთ: Bon Iver - Do You Need Power? (Walk Out Music)

"ბონ ივერი" მუსიკოსმა ჯასტინ ვერნონმა 2006 წელს ჩამოაყალიბა. ერთ წელიწადში კი ჯგუფმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა. მეორე სტუდიურმა ჩანაწერმა სახელწოდებით Bon Iver კოლექტივს 2012 წელს გრემის ჯილდო მოუტანა. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Holocene და I Can't Make You Love Me. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული