Thumbnail

ინდიანელი რეპერი, ფრედი გიბსი და კალიფორნიელი პროდიუსერი, მედლიბი ცნობილ რადიოსადგურს Hot 97 ესტუმრნენ. გადაცემაში Real Late! დუეტის MadGibbs წევრებმა ძირითადად მათი ახალგავრცელებული ალბომის Bandana შესახებ ისაუბრეს. თუმცა, მუსიკოსები სხვა საინტერესო თემებსაც შეეხნენ.

► Madlib: მე, ქანიემ და ქენდრიქმა 40-მდე ტრეკზე ვითანამშრომლეთ 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs და Madlib ალბომს Bandana ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: DJ Muggs & MF DOOM - Assassination Day Feat. Kool G Rap 

გადაცემის მიმდინარეობისას გიბსმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. არტისტის თქმით, ის მედლიბის კიდევ ერთი ჰიპ ჰოპ დუეტის Madvillain წევრზე, MF Doom-ზე უკეთესი რეპერია.

"ვცადე, Bandana მედლიბისა და დუმის ალბომზე Madvillainy უკეთესი ყოფილიყო. დუმი ჩემსავით კარგად ვერ რეპავს, მაგრამ ჩემზე ხარისხიანი პროექტები გამოსდის. ვიცი, რომ რეჩიტატივს მასზე უკეთ ვკითხულობ, მაგრამ შევძლებდი კი მის ალბომებზე უკეთესი ნამუშევრის შექმნას? ჩანაწერზე მუშაობისას ამაზე ვიყავი კონცენტრირებული", - განაცხადა ფრედიმ.

2018 წელს ფრედიმ და დუმმა ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Cypress Hill პროდიუსერის DJ Muggs ერთ-ერთ ტრეკზე Death Wish ითანამშრომლეს, რომელმაც მსმენელთა მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული