Thumbnail

ნახეთ: Cardi B-მ შვილისთვის მიძღვნილი კომპოზიციის ნაწყვეტი გაავრცელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, Cardi B-ს გოგონა, ქალჩერი 10 ივლისს ერთი წლის გახდა. 26 წლის მუსიკოსმა შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ინსტაგრამზე თავისი აქამდე უცნობი ტრეკის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, კომპოზიცია სადებიუტო ალბომზე Invasion Of Privacy მუშაობის პერიოდში ჩაწერა.

► ნახეთ: Cardi B-მ ერთი წლის შვილს $100,000-იანი ბრილიანტის ყელსაბამი უყიდა

► ნახეთ: Cardi B-მ კონცერტზე პარიკი მოიხსნა და ისროლა, ახლა კი მის დაბრუნებას ითხოვს 

"მიყვარს ჩემი პატარა, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა", - წერს არტისტი.

ტრეკში ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Eve-ის 1999 წელს გამოშვებული სიმღერის Love is Blind სემპლია გამოყენებული.

არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული