Thumbnail

ტეილორ სვიფტი 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბიზნესჟურნალმა Forbes 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების ასეული გამოაქვეყნა. პირველ პოზიციაზე 29 წლის ამერიკელი მომღერალი, ტეილორ სვიფტი მოხვდა, რომლის შემოსავალმაც 185 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. 

► ნახეთ: ტეილორ სვიფტი ჟურნალ Entertainment Weekly-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: ტეილორ სვიფტი ჟურნალ Elle-ის ფოტოსესიაში

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ არტისტები: ქანიე ვესთი, ედ შირანი და ჯგუფი The Eagles.

გამოცემამ 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდში მიღებული შემოსავლები დათვალა.

ტეილორ სვიფტმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში მომღერალმა გრემის ჯილდო მიიღო და ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსიც მოიპოვა. 2010 და 2015 წლებში ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Time სვიფტი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 2018 წელს კი, ბიზნესჟურნალმა Forbes, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალების სიაში მეორე პოზიციაზე დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული