30 მაისს გავრცელებული კომპოზიციის "ავოკადო" შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლუკა კვარაცხელიამ, ფსევდონიმით Kid L, ახალი ტრეკი "იალქნები" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი ტრადიციულად თავად ქიდ ელი გახლავთ.
► ნახეთ: Kid L & Tops Toppen - კონტრასტი
ლუკა კვარაცხელია ახალბედა მუსიკოსია, რომელიც მსმენელმა დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნო. მისი შემოქმედება რამდენიმე ნამუშევარს აერთიანებს, მათ შორისაა ტრეკები "მე ვადნობ", "იმპულსი" და "ზეცისკენ სწრაფვა".
კომენტარები