Thumbnail

BTS მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბოიბენდია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული კეიპოპ ჯგუფი BTS, ბიზნესჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბოიბენდია. სამხრეთკორეულმა კოლექტივმა საანგარიშო პერიოდში 57 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

► ნახეთ: BTS-ის ახალი საკონცერტო ფილმის Bring the Soul: The Movie თრეილერი

► ნახეთ: BTS-მა ვიდეოთამაშის BTS World საუნდტრეკების ალბომი გაავრცელა

► BTS-ის Map of the Soul: Persona სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ალბომია

თანხის დიდი ნაწილი ბიჭებმა მსოფლიო ტურნეს Love Yourself დამსახურებით, ასევე, ალბომის Map of the Soul: Persona და საკონცერტო ფილმების: Burn The Stage: The Movie და BTS World Tour: Love Yourself in Seoul რეალიზაციით გამოიმუშავეს. 

გამოცემამ 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდში მიღებული შემოსავლები დათვალა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული