Thumbnail

Madlib: მე, ქანიემ და ქენდრიქმა 40-მდე ტრეკზე ვითანამშრომლეთ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული კალიფორნიელი პროდიუსერი, მედლიბი და ინდიანელი რეპერი, ფრედი გიბსი საერთო ალბომის Bandana პრომოუშენის ფარგლებში ცნობილ რადიოსადგურს Hot 97 ესტუმრნენ. გადაცემის Real Late! წამყვანებთან დუეტის MadGibbs წევრებმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრეს. მედლიბმა ინტერვიუში გაამხილა, რომ ჩიკაგოელ არტისტს, ქანიე ვესთსა და კომპტონელ რეპერს, ქენდრიქ ლამარს 40 ერთობლივი კომპოზიცია აქვთ ჩაწერილი, რომელთა უმრავლესობის პროდიუსერი თავად მედლიბია.

► ნახეთ: მედლიბმა მაკ მილერის უცნობი ტრეკი გააჟღერა 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs და Madlib ალბომს Bandana ავრცელებენ 

► Yasiin Bey, Talib Kweli და Madlib ერთობლივ ალბომზე მუშაობენ 

"ქანიეს ასამდე ინსტრუმენტალი გავუგზავნე. მან და ქენდრიქმა სტუდიაში უამრავი ვერსი ჩაწერეს, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი კომპოზიცია No More Parties In LA გამოაქვეყნეს", - განაცხადა მედლიბმა.

No More Parties In LA ქანიე ვესთისა და ქენდრიქ ლამარის ერთადერთი კოლაბორაციული ტრეკია, რომელმაც მსმენელამდე მოაღწია. კომპოზიცია, რომელიც 2016 წელს ჩაიწერა, ჩიკაგოელი მუსიკოსის მიერ ამავე წელს გამოქვეყნებულ ალბომში The Life Of Pablo შედის. ნამუშევრის ინსტრუმენტალი სწორედ მედლიბს ეკუთვნის.

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა მუსიკალური კარიერა 1993 წელს დაიწყო. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის მდიდარი შემოქმედება ასამდე სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. მათ შორის გამორჩეული ნიუ იორკელ რეპერთან, MF Doom-თან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის Madvillain ალბომები, ასევე, მისი და ლეგენდარული დეტროიტელი პროდიუსერის, ჯეი დილას კოლაბორაციული ნამუშევრები გახლავთ. 2011 წლიდან მედლიბმა და რეპერმა ფრედი გიბსმა გაერთიანება MadGibbs დააარსეს. ამ ეტაპზე შემსრულებელი ძირითადად სწორედ ამ პროექტზე მუშაობს. ფსევდონიმის Madlib პარალელურად, არტისტი ალტერ ეგოთი Quasimoto მოღვაწეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული