Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტი ლაშა აბრამიძე, ფსევდონიმით Cas, განაგრძობს აქტიურობას და მსმენელს მორიგ ახალ ტრეკს "პანორამა" სთავაზობს. უფროსი კოლეგის კომპოზიციაში პოპულარული რეპერი გიორგი ქებურია, იგივე Kay G მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერი კი თავად ლაშა გახლავთ. ეს მუსიკოსების პირველი ერთობლივი ნამუშევარია.

► მოუსმინეთ: Cas - ელეგია 

► მოუსმინეთ: Cas - შავი ბენტლი Ft. Pele 

► მოუსმინეთ: Cas - ჯუმბერ ლეჟავა 

ლაშამ მუსიკალური კარიერა ინგლისურენოვან როკ ბენდში Duality დაიწყო. არტისტი ჯგუფში 2003-07 წლებში მოღვაწეობდა. მოგვიანებით მუსიკოსმა ძალები სხვა ჟანრშიც მოსინჯა და ჰიპ ჰოპ მუსიკის შექმნას შეუდგა. მისი პირველი ოფიციალური ტრეკი "ჩემი ნება რომ იყოს" 2016 წელს გამოიცა. რეპერის პოპულარული კომპოზიციებია "მე მინდა მეტი", "ზომბი ვარ", "ნეტა ვინ" და სხვა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული