Thumbnail

Jay-Z მარიხუანის ბიზნესში ერთვება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პირველი მილიარდერი ჰიპ ჰოპ არტისტი, ლეგენდარული ბრუკლინელი რეპერი, შონ კარტერი, ფსევდონიმით Jay-Z, მარიხუანის ბიზნესში ერთვება. ვეტერანი მუსიკოსი კანაფის პროდუქციის მწარმოებელ კალიფორნიულ კომპანია Caliva-სთან ითანამშრომლებს. ჯეი ზი ორგანიზაციის მარკეტინგულ სტრატეგიას შეიმუშავებს.

► Jay-Z პირველი მილიარდერი რეპერია 

► 21 Savage: Jay-Z ყველა დროის საუკეთესო რეპერია 

► ნახეთ: JAY-Z კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია 

"ყველაფერი, რასაც ვეხები, მინდა, რომ ხარისხიანად გავაკეთო. კომპანიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა გვსურს", - განაცხადა კარტერმა.

აღსანიშნავია, რომ კანაფის მწარმოებელ კომპანიებთან ასევე სნუპ დოგი, ჯუსი ჯეი, ვიზ ქალიფა და ფოსთ მელოუნი თანამშრომლობენ.

22 გრემის მფლობელმა ჯეი ზიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ჩანაწერი Reasonable Doubt, რომელიც გაყიდვაში 1996 წელს ჩაეშვა, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მუსიკალურმა გამოცემამ Rolling Stone ნამუშევარი ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული