Thumbnail

კრიტიკის შემდეგ, Nicki Minaj-მა საუდის არაბეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნიკი მინაჟმა საუდის არაბეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. არტისტი ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ფესტივალზე Jeddah World Fest 18 ივლისს უნდა გამოსულიყო, რასაც საზოგადოების ნაწილის ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. 

► საუდის არაბეთში Nicki Minaj-ის დაგეგმილ კონცერტს ადგილობრივების კრიტიკა მოჰყვა

► Nicki Minaj-ს საუდის არაბეთში კონცერტის გაუქმებისკენ მოუწოდებენ

"საკითხს ჩავუღრმავდი და გადავწყვიტე, აღარ გავმართო ეს კონცერტი. მე, უბრალოდ, მინდოდა, ჩემი შოუ საუდელ თაყვანისმცემლებსაც ეხილათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკეთ გავეცანი იქ არსებულ პრობლემებს, ღონისძიება გავაუქმე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მკაფიოდ გამოვთქვა მხარდაჭერა ქალთა უფლებების, LGBTQ თემისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ", - ნათქვამია არტისტის ოფიციალურ განცხადებაში.

ნიკის კონცერტის გაუქმებისკენ, ადამიანის უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებდნენ. საუდელი ქალები კი სოციალურ ქსელებში აპროტესტებდნენ, "ვულგარული" ნიკი მინაჟის კონცერტზე აბაიათი (ტრადიციული სამოსი) მისვლა რომ ევალებოდათ. 

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული