Thumbnail

ნახეთ: Metallica-მ ბერლინში Rammstein-ის კომპოზიცია Engel შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჰევი მეტალ ჯგუფმა Metallica ბერლინში გამართულ კონცერტზე პოპულარული გერმანული ბენდის Rammstein კომპოზიციის Engel ქავერი შეასრულა.

► ნახეთ: Metallica-მ წვიმაში შესრულებული Master Of Puppets-ის ჩანაწერი გაავრცელა

► ნახეთ: Metallica-მ კომპოზიცია Seek and Destroy 13 წლის დრამერთან ერთად შეასრულა

Engel "რამშტაინის" რიგით მეორე ალბომში Sehnsucht შედის, რომელიც მუსიკოსებმა 1997 წელს გამოსცეს.

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული