Thumbnail

პოპულარულმა გამოცემამ XXL რუბრიკის Freshman ფარგლებში ტრადიციულად 10 საუკეთესო ახალბედა ჰიპ ჰოპ არტისტი დაასახელა. რჩეულთა შორის ახალგაზრდა ჰიუსტონელი რეპერი, მეგან საიმონ პიტი, ფსევდონიმით Megan Thee Stallion მოხვდა. მუსიკოსმა "იქსიქსელის" ფრისტაილების სესიაში ერთწუთიანი რეჩიტატივი ინსტრუმენტალის გარეშე შეასრულა.

► ნახეთ: DaBaby - XXL Freshman Freestyle 

► მოუსმინეთ: Juicy J - Three Point Stance Ft. City Girls & Megan Thee Stallion 

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის პირველი მიქსტეიპით Fever გაიცნო. მუსიკოსის პოპულარული ტრეკებია: Big Ole Freak, Realer, Cash Shit და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული