Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდემ სიმღერაზე In My Head კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, არიანა გრანდემ კომპოზიციაზე In My Head გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მის ბოლო ალბომში Thank U, Next არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში თებერვალში ჩაეშვა. ვიდეორგოლის რეჟისორი ბარდია ზეინალი გახლავთ, რომელსაც არტისტთან წარსულშიც უთანამშრომლია.

► მაილი საირუსის, არიანა გრანდესა და ლანა დელ რეის სიმღერა "ჩარლის ანგელოზების" თრეილერში

► ნახეთ: არიანა გრანდეს დაბადების დღეზე 20,000-მა თაყვანისმცემელმა Happy Birthday უმღერა

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. წელს შემსრულებელმა "საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის" კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული