Thumbnail

ნახეთ: Rihanna ჩინური Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა ჩინური Harper's Bazaar-ის აგვისტოს ნომრის სტუმარია. არტისტმა გამოცემის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ჟურნალის გარეკანზეც მოხვდა.

► Childish Gambino-სა და Rihanna-ს ფილმზე Guava Island მუშაობისას გადაღებული კადრები

► ნახეთ: Rihanna-მ სკოლის მასწავლებელთან შეხვედრისას იტირა

► ნახეთ: Rihanna ჟურნალ Interview-ს ფოტოსესიაში

ვიზუალური არტისტის, ჩენ მანის გადაღებულ ფოტოებში რირი საკუთარი ბრენდის Fenty, ასევე, ჟან პოლ გოტიეს, ირის ვან ჰერპენის და სხვების სამოსში პოზირებს.

აღსანიშნავია, რომ შემსრულებელი 2015 წელსაც მოხვდა ჩინური Harper's Bazaar-ის გარეკანზე.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მომღერალმა მე-8 სტუდიური ალბომი Anti 2016 წელს გამოუშვა. ახალი, რეგეი ნამუშევრის გავრცელებას მუსიკოსი 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული