Thumbnail

ტომ იორკმა Muse-ის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ტომ იორკმა გამოცემა The Times-თან ინტერვიუში პოპულარული როკ ჯგუფის, Muse-ის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა.

► ტომ იორკი: ბილი აილიში ძალიან მომწონს

► რეცენზია: Thom Yorke - ANIMA

 მოუსმინეთ: ტომ იორკმა ახალი ალბომი Anima გამოუშვა

"ახალი მუსიკის აღმოსაჩენად სტრიმინგ სერვისებს არ ვიყენებ, რადგან არ მომწონს ის რეკომენდაციები, რომლებსაც ალგორითმის საშუალებით მთავაზობენ. ჯერ ერთს გვირჩევენ, მერე მეორეს, საბოლოოდ კი იქამდე მივყავართ, რომ Muse-ს მოვუსმინოთ", - აღნიშნა ტომმა.

აღსანიშნავია, რომ Muse-ის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იორკმა პირველად 2001 წელს გამოხატა.

"Muse-ს ხაზი გადავუსვი. ისინი მუდმივად გვაკრიტიკებენ და თვლიან, რომ ჩვენ იმაზე მეტად ვართ დაფასებულები, ვიდრე ვიმსახურებთ", - თქვა მუსიკოსმა.

ტომ იორკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone არტისტი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორისაც დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული