ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში ამერიკის გამარჯვებას ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი Snoop Dogg გამოეხმაურა. რეპერმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ქალი ფეხბურთელები კაცებთან შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.
► ამერიკა 4 გზის მსოფლიოს ჩემპიონია! ქალთა ნაკრების ტრიუმფი საფრანგეთის მუნდიალზე
► ნახეთ: Snoop Dogg - I Wanna Thank Me
► Snoop Dogg "ლეიკერსის" საშინელ სეზონს გამოეხმაურა
"მეოთხედფინალში გასვლისთვის ქალმა ფეხბურთელებმა ბონუსის სახით მხოლოდ $90,000 მიიღეს, მაშინ, როდესაც კაცები იმავე შედეგის მიღწევისთვის $500,000-ით დასაჩუქრდებოდნენ. გადაუხადეთ ქალ სპორტსმენებსაც იგივე", - ამბობს არტისტი.
ვეტერანმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.
კომენტარები