Thumbnail

ნახეთ: ცნობილი მუსიკოსები "ბოთლის თავსახურის ჩელენჯს" უერთდებიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინტერნეტში წამოწყებულ "ბოთლის თავსახურის ჩელენჯს" ცნობილი მუსიკოსებიც შეუერთდნენ. კანადელმა პოპვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა, ამერიკელმა მომღერალმა მერაია ქერიმ, რეპერმა Lizzo-მ, დიჯეი Diplo-მ და ბრიტანელმა მუსიკოსმა ელი გოლდინგმა ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ჯასტინ ბიბერმა ცოტა ხნის წინ 56 წლის ამერიკელ მსახიობს, ტომ კრუზს ორთაბრძოლა შესთავაზა, ახლა კი ის ბოთლის თავსახურის ჩელენჯში გამოიწვია.

► ჯასტინ ბიბერმა ტომ კრუზი ორთაბრძოლაში გამოიწვია

View this post on Instagram

I nominate Tom cruise and Hailey Bieber

A post shared by Justin Bieber (@justinbieber) on

მერაია ქერიმ ორიგინალურ ხერხს მიმართა და ბოთლისთვის სახურავის მოსახსნელად საკუთარი ვოკალი გამოიყენა.

Lizzo-ს საკუთარი მოქნილობის დემონსტრაციისთვის მეორე ცდა დასჭირდა.

► ნახეთ: Diplo-მ და Charli XCX-მა Spice Girls-ის ჰიტი Wannabe დააქავერეს

Diplo-მ ამერიკელი მუსიკოსის, ჯონ მაიერის გამოწვევა მიიღო, თავად კი პრინცი ჰარი, მეგან მარკლი და აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გამოიწვია.

ელი გოლდინგმა დავალებას უპრობლემოდ გაართვა თავი.

ჩელენჯი, რომელიც ერთგვარი მოწოდებაა ჯანსაღი ცხოვრებისკენ, ინტერნეტში 2017 წელს გამოჩნდა, თუმცა, პოპულარობა მხოლოდ ახლა მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული