Thumbnail

ნახეთ: Tyga კლიპს Lightskin Lil Wayne ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ რეი სტივენსონმა, სასცენო სახელით Tyga, ტრეკზე Lightskin Lil Wayne გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიციის პროდიუსერი ცნობილი კანადელი მუსიკოსი Boi-1da გახლავთ. ჩანაწერი თაიგას 2019 წლის ოქროს სტატუსის მფლობელი ალბომის Legendary ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Tyga ახალ ალბომს Legendary ავრცელებს 

► ნახეთ: Tyga - Haute Ft. J Balvin & Chris Brown 

► ნახეთ: Tyga ვიდეორგოლს Goddamn აქვეყნებს 

თაიგამ ტრეკში პატივისცემა ძველი მეგობრის, ლეგენდარული ლილ უეინის მიმართ გამოხატა. ჩანაწერის ჟღერადობა და ვიდეორგოლის ზოგიერთი სცენა მსმენელს სწორედ ლუიზიანელი რეპერის ჰიტს Lollipop ახსენებს. აღსანიშნავია, რომ ვიზუალური ნამუშევრის ბოლოსკენ კალიფორნიელი არტისტი მის კიდევ ერთ ახალ კომპოზიციას Too Many ასრულებს.

მაიკლმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ ალბომს Careless World: Rise Of The Last King უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Rack City გახლავთ. 2019 წელს მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Legendary ჩაუშვა, რომელმაც გამოსვლიდან პირველივე დღეს ოქროს სტატუსი დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული