Thumbnail

G-Eazy-ს ელვის პრესლის როლის შესრულება სურს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ავსტრალიელი რეჟისორი, ბაზ ლურმანი ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ელვის პრესლის შესახებ ახალ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. გამოცემა TMZ-ის ცნობით, როკ-ენ-როლის ვარსკვლავის განსახიერება კალიფორნიელ ჰიპ ჰოპ არტისტ ჯერალდ ჯილამს, იგივე G-Eazy-ს სურს. არსებული ინფორმაციით, მუსიკოსი უკვე შეხვდა რეჟისორს და ამჟამად კომპანია Warner Bros. Pictures-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

► მოუსმინეთ: G-Eazy სამტრეკიან ჩანაწერს B-Sides ავრცელებს

► ნახეთ: Chris Brown, Nicki Minaj და G-Eazy ვიდეორგოლს Wobble Up ავრცელებენ

► ნახეთ: G-Eazy-მ, Blueface-მა და ALLBLACK-მა კიმელის შოუში West Coast შეასრულეს

"ნუ იქნები სასტიკი მართალი გულის მიმართ", - წერს არტისტი ინსტაგრამზე ელვისის სიმღერის Don’t be cruel ტექსტიდან ფრაზას.

View this post on Instagram

Don’t be cruel, to a heart that’s true

A post shared by G-Eazy (@g_eazy) on

გამოცემა The Independent-ის ცნობით, კასტინგზე უკვე იმყოფებოდნენ ჯგუფ One Direction-ის სოლისტი ჰარი სტაილსი, ასევე, მსახიობები: ანსელ ელგორტი, მაილს ტელერი, აარონ ტეილორ-ჯონსონი და ოსტინ ბატლერტი.

ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული