Thumbnail

ნახეთ: მედლიბმა მაკ მილერის უცნობი ტრეკი გააჟღერა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულმა პროდიუსერმა, ოტის ჯექსონმა, ფსევდონიმით Madlib, ნიუ იორკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე დიჯეი სეტი დაუკრა. მან შეკრებილთა წინაშე კალიფორნიელი მუსიკოსის, 2018 წელს გარდაცვლილი რეპერის, მაკ მილერის უცნობი ტრეკიც გააჟღერა. 

► ნახეთ: Madlib-მა Mac Miller-ისა და Freddie Gibbs-ის უცნობი ტრეკები გააჟღერა 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs და Madlib ალბომს Bandana ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: 88-Keys-ის ტრეკში That's Life რეპერი Mac Miller მონაწილეობს 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში მედლიბმა განაცხადა, რომ მაკ მილერთან ერთად ალბომი ჰქონდა ჩაწერილი. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის მუსიკოსების კოლაბორაციულ ნამუშევარს.

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა მუსიკალური კარიერა 1993 წელს დაიწყო. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის მდიდარი შემოქმედება ასამდე სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. მათ შორის გამორჩეული ნიუ იორკელ რეპერთან, MF Doom-თან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის Madvillain ალბომები, ასევე, მისი და ლეგენდარული დეტროიტელი პროდიუსერის, ჯეი დილას კოლაბორაციული ნამუშევრები გახლავთ. 2011 წლიდან მედლიბმა და რეპერმა ფრედი გიბსმა გაერთიანება MadGibbs დააარსეს. ამ ეტაპზე შემსრულებელი ძირითადად სწორედ ამ პროექტზე მუშაობს. ფსევდონიმის Madlib პარალელურად, არტისტი ალტერ ეგოთი Quasimoto მოღვაწეობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული