Thumbnail

ესპანელი მუსიკოსი ალბა ფარელო, სასცენო სახელით Bad Gyal, ახალ კომპოზიციას Santa María და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლში იამაიკელი დენსჰოლ არტისტი რინო დივონ გორდონი, ფსევდონიმით Busy Signal მონაწილეობს.

ალბა ფარელომ კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Worldwide Ángel გაავრცელა. მუსიკოსმა პოპულარობა სიმღერების კატალონიურ, ესპანურ და ინგლისურ ენაზე შესრულებით მოიპოვა. მისი შემოქმედება რეგიტონსა და დენსჰოლს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული