Thumbnail

პოპულარულმა გამოცემამ XXL რუბრიკის Freshman ფარგლებში ტრადიციულად 10 საუკეთესო ახალბედა ჰიპ ჰოპ არტისტი დაასახელა. მათ შორის მოხვდა ჩრდილოკაროლინელი მუსიკოსი ჯონათან კირკი, ფსევდონიმით DaBaby. ახალგაზრდა რეპერმა "იქსიქსელის" ფრისტაილების სესიაში რეჩიტატივი ინსტრუმენტალის გარეშე შეასრულა.

► ნახეთ: YG - Stop Snitchin (Remix) Ft. DaBaby 

ჯონათანმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, დაბეიბი ფართო საზოგადოებამ მისი 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. მუსიკოსის ცნობილი კომპოზიციებია: Suge (Yea Yea), Next Song, Walker Texas Ranger, 21 და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული