Thumbnail

მოუსმინეთ: ჯეიდენ სმიტმა დასთან, უილოუსთან ერთად ტრეკი Summertime In Paris ჩაწერა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეიდენ სმიტმა ცოტა ხნის წინ გაყიდვაში ახალი ალბომი ERYS ჩაუშვა. მუსიკოსის რიგით მეორე სტუდიური ნამუშევრიდან მსმენელთა განსაკუთრებული ინტერესი კომპოზიციამ Summertime In Paris დაიმსახურა, რადგან მასში ჯეიდენის უმცროსი და, მომღერალი და მსახიობი, უილოუ სმიტი მონაწილეობს. სასიყვარულო შინაარსის მქონე ტრეკის პროდიუსერები Josiah Bell და OmArr არიან.

► მოუსმინეთ: Jaden Smith ახალ ალბომს ERYS ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Jaden Smith - NOIZE Feat. Tyler, The Creator 

► ნახეთ: Jaden Smith ვიდეორგოლს SOHO ავრცელებს 

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის პრემიერა 7 ივნისს ელენ დეჯენერისის პოპულარულ გადაცემაში შედგა.

ვარსკვლავური წყვილის, უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის დინასტიის გამგრძელებელმა, მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ხმამაღალი განაცხადი 2017 წელს, სადებიუტო ალბომით SYRE გააკეთა. ახალბედა არტისტს პოპულარობა ნამუშევრის მთავარმა სინგლმა Icon მოუტანა. 2019 წლის ივლისში ჯეიდენმა გაყიდვაში მეორე სტუდიური ჩანაწერი ERYS ჩაუშვა. ჰიპ ჰოპის გარდა, ჯეიდენი მამის კვალს კინემატოგრაფშიც მიჰყვება და თავს რამდენიმე წარმატებულ სურათში მონაწილეობით იწონებს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული