Thumbnail

ნახეთ: Cardi B-მ კონცერტზე პარიკი მოიხსნა და ისროლა, ახლა კი მის დაბრუნებას ითხოვს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-იმ ლონდონში გამართულ კონცერტზე პარიკი მოიხსნა და თაყვანისმცემლებს ესროლა. მუსიკოსმა ვიდეო ინსტაგრამზე თავად გაავრცელა, მსმენელებს კი ხელოვნური თმის დაბრუნებისკენ მოუწოდა.

► ნახეთ: Cardi B-მ და Lil Nas X-მა Old Town Road და Rodeo შეასრულეს

► Cardi B-მ სიტყვის Okurrr დაპატენტებაზე უარი მიიღო

► Cardi B: ესპანურად რადგან ვსაუბრობ, შავკანიანად არ მთვლიან

"პარიკი ემოციურ ფონზე ვისროლე. მინდა, რომ ვისაც გაქვთ, დამიბრუნოთ", - დაწერა მუსიკოსმა სოციალურ ქსელში.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული