Thumbnail

ტომ იორკი: ბილი აილიში ძალიან მომწონს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ტომ იორკმა გამოცემა The Times-თან ინტერვიუში პოპულარული ამერიკელი არტისტის, ბილი აილიშის მიმართ მოწონება ღიად გამოხატა.

► რეცენზია: Thom Yorke - ANIMA

► მოუსმინეთ: ტომ იორკმა ახალი ალბომი Anima გამოუშვა

 ნახეთ: პოლ ტომას ანდერსონმა ტომ იორკის ალბომის Anima შესახებ ფილმი გადაიღო

"ჩემს შვილთან და მის მეგობრებთან ერთად ბილი აილიშის კონცერტს დავესწარი. ძალიან მომწონს. ყველაფერს თვითონ აკეთებს და არავინ მიუთითებს, რა უნდა ქნას", - აღნიშნა ტომმა.

ტომ იორკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone არტისტი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორისაც დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული